პროექტი

თემა

გოგაშენის წარმოშობის ისტორია

სამიზნე ჯგუფი

II საფეხური, IX კლასი

დრო

ერთი თვე

მნიშვნელობა და აქტუალობა

ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით რომ მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური მხარის ისტორიას, გოგაშენში არსებულ ისტორიულ ეკლესიებს. პროექტის თემა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მსჯელობის უნარისა და ისტორიული ინტერპრეტაციის უნარის გამომუშავებასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია ასევე ისიც რომ შენარჩუნებულ იქნას მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია.

მიზნები და შედეგები

მიზანიინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება საჭიროები-სამებრ, რათა უკეთ დაინახონ საგარეო ფაქტორების გავლენა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. მოიძიონ მათთვის საჭირო და ახალი ინფორმაცია,დაიმახსოვრონ გოგაშენის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები,ამ პროექტის შედეგად უფრო მეტად გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის და სოფლის ისტორიას.

შეფასების საგანი

მოსწავლეებს შევაფასებ აქტიურობისა და ჩართულობის მიხედვით. მოსწავლეთა წარმატებაში დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ინფორმაციის მოძიება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, ჯგუფური წერითი სამუშაო.

წინარე ცოდნა

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თუ როგორ მოიძიონ ინფორმაცია და ასევე უნდა იცოდნენ გოგაშენის შესახებ ნაწილობრივი ისტორია,რომ შინაარსობრივად დალაგებული და აზრიანი იყოს.

მასალები და ტექნიკური რესურსი

პროექტისათვის საჭიროა კომპიუტერი ინტერნეტი ციფრული ფოტო-აპარატი,პრინტერი რვეული და კალამი

სარგებლობა სხვებისათვის

გოგაშენის ისტორიას მოსწავლეები გააცნობენ მთელ სკოლას.

სასწავლო პროექტის გეგმის მსვლელობა

ნაბიჯი1: გეგმის განსახორციელებლად კლასს გავყოფ სამ ჯგუფად.

ნაბიჯ 2: პირველი ჯგუფის მოსწავლეებს დავავალებ მოიძიონ სოფლის ისტორია ისტ-ის გამოყენებით, მეორე ჯგუფს კი მივცემ დავალებას გაარკვიონ სოფლის ისტორია ბიბლიოთეკის გამოყენებით, მესამე ჯგუფი კი გამოიკვლევს სოფლის ისტორიას სოფლის უხუცესებთან გასაუბრებით.

ნაბიჯი 3: მოსწავლეები ადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციებს და აკეთებენ საერთო პრეზენტაციას.

პროექტის შეფასება

კრიტერიუმები

დაბალი

საშუალო

მაღალი

პრეზენტაცია

მოსწავლე არ ღებულობს მონაწილეობას პრეზენტაციაში

მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად პრეზენტაციის წარმართვა

მოსწავლეს შეუძლია ნათლად და გარკვევით პრეზენტაციის წარმართვა და საკუთარი აზრის დაფიქსირება

დისკუსია

არ ერთვება დისკუსიაში ,რადგან ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს

მოსწავლე ნაწილობრივ იღებს მონაწილეობას

მოსწავლე აქტიურად ღებულობს მონაწილეობას დისკუსიაში

ინტერნეტში მუშაობა

მოსწავლე არ ფლობს ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევებს

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება,მაგრამ სჭირდება დახმარება რათა ის გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში

მოსწავლე თავისუფლად ფლობს ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევებს და იყენებს მას დანიშნულებისამებრ

გოგაშენის მოკლე ისტორია

ვარძია

პრეზენტაცია

Сообщения отсутствуют.
Сообщения отсутствуют.